ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ძველით ახალ წელს m|group -ის მართვაში არსებული კლუბ-რესტორანი TWO SIDE PARTY CLUB ბრაზილიურ Pereira Show-ს უმასპინძლებს
11/01/2011

მედია ანონსი

11 იანვარი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია:
m|group
მომხმარებელთან კომუნიკაციის ცენტრი
(+995 32) 30 30 30

ძველით ახალ წელს  m|group -ის მართვაში არსებული კლუბ-რესტორანი TWO SIDE PARTY CLUB   ბრაზილიურ Pereira Show-ს უმასპინძლებს

[PUBLICITY.GE] თბილისი,  11 იანვარი, 2011 წელი - VANILA EVENTS  და m|group -is  ორგანიზებით, 13 იანვარს კლუბ-რესტორანში TWO SIDE PARTY CLUB  გაიმართება ბრაზილიური ახალ წელი ცეცხლოვანი Pereira Show-ს მონაწილეობით. 

პერეირა შოუ არის ცნობილი ბრაზილიური  მუსიკალური ჯგუფი, რომელიც შედგება 5   მონაწილესაგან.

ჯგუფი დაფუძნდა 1999 წელს და მას შემდეგ, რამდენიმე მსოფლიო ტურნე ჩაატარა,  შოუ დადგეს  ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა, ამერიკა, ინგლისი, ჩინეთი, რუსეთი, მექსიკა, ჰონკ-კონგი.

პერეირა შოუ მონაწილეობას იღებდა, რიოს კარნავალში,  პორტო დე პედრას სამბას სკოლის სახელით.

შოუ პროგრამა, რომელსაც ისინი, 13 იანვარს TWO SIDE PARTY CLUB-ში წარმოადგენენ,  საათნახევარი გრძელდება და მასში აქტიურად ჩართულები იქნებიან   მოწვეული სტუმრები

"ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები თავს იგრძნობენ რიოს კარნავალზე. შეიგრძნობენ ბრაზილიის სულს, რაც კულტურის , ხელოვნების და თავდავიწყებამდე გართობის ერთობლიობაში  გამოიხატება. " Vanilla Events დამფუძნებელი თინათინ ნიჟარაძე.

პროგრამა დაიწყება  22.30 -ზე , სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას სხვა და სხვა ტიპის გათამამაშებაში, გათამაშდება პრიზები, მჯგუფის ქსელისგან.  სასტუმროებისაგან სხვა და სხვა პარფიუმერული  და ესთეტიკური ცენტრებისაგან.

###

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით m|group -ის მომხმარებელთან კომუნიკაციის ცენტრს : (+995 32) 30 30 30

წაკითხულია: 2315